დასრულდა ჩვენი ტრენინგი, ბევრი რამ ვისწავლე. მომხიბლა პროექტის გაკეთებამ, ბევრ კითხვას ჩემში პასუხი გაეცა. მივესალმები სიახლეებს. მადლობა ჩვენს ტრენერს. მან ძალისხმევა არ დაიშურა ჩვენთვის.
суббота, 22 февраля 2014 г.
შეფასების დროში გაწერილი გეგმის მიხედვით განვსაზღვრეთ რა სახის აქტივობებსა და დავალებებს გავითვალისწინებდი პროექტისათვის.
გავითვალისწინე მოსწავლეების დიფერენცირებაც
განვიხილეთ შეფასების სახეები, შეფასების დაგეგვები, რუბრიკები, ვიმუშავეთ
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკაზე. თითქმის ფინიშისაკენ
მივდივართ. სამუშაო თან რთული და თან საინტერესოა, რათქმაუნდა
შრომატევადიც.
суббота, 15 февраля 2014 г.
პედაგოგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტების შესახებ ჩვენი მოსაზრებები,
ჩამოვყალიბდით აქტივობებში , დავიწყე პროექტის მიმდევრობის გაწერა
სლაიდებზე. გავაკეთეთ უკუკავშირი, რომელიც ვფიქრობ მეტად მნიშვნელოვანია,
გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას, ვისწავლე ინტერნეტიდან
ვიდეოს ლინკის გადმოწერა, ვხედავ რომ ინფორმაციის მოპოვება პროექტისთვის
უნდა მოხდეს გააზრებულად და თემის ადექვატურად.
суббота, 8 февраля 2014 г.
დღეს უკეთესად დავინახე პროექტის არსი. ჩამოვაყალიბეთ მიზნები და გავარჩიეთ მიზნების რუბრიკა, ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით გავითვალისწინე მაღალ სააზროვნო უნარებზე გასასვლელი მიზნები. გავეცანით ერთმანეთის თემებს და გავუზიარეთ რჩევები. თუ რა საკვანძო კითხვები დაგვეწერა. გავწერეთ ზოგადი, თემატური და შიონაარსობრივი კითხვები.
მოსწავლეების მსგავსად პედაგოგებსაც განწყობა სჭირდება, პირველ დღეს ძალიან გვციოდა, დაბნეულიც ვიყავი გზამკვლევს რომ შევხედე, მაგრამ რამოდენიმე ხანში თანდათან დავმშვიდდი, ტრენერმა იმდენად დამაჯერებლად გვესაუბრა პროექტების მნიშვნელობაზე, რომ თითქოს ოთახშიც დათბა და სიტუაციაც ნათელი გახდა. შევქმენით პორტფოლიო. გავეცანით და ჩამოვყალიბდით პროექტის გეგმის თანმიმდევრობაში. განვიხილეთ რუბრიკა, ჩეკ–ლისტი, პროექტებსაც გადავხედეთ, განვიხილეთ როგორ უნდა მოხდეს
პროექტის მსვლელობის თანმიმდევრობა და რა პრინციპით განთავსდეს
პორტფოლიოში, ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარებზე და პროექტის უპირატესობაზე ამ უნარების განვითარებისთვის. დავიწყე პროექტის იდეაზე ფიქრი. ზოგადად პროექტის დანერგვა დადებით გავლენას ახდენს
სასწავლო პროცესზე, რადგან ამ შემთხვევაში მოსწავლეების უნარების
განვითარებას მეტად ეწყობა ხელი, გავითვალისწინეთ მიზნების და სტანდარტების
ჩართულობა და 21-ე საუკუნის უნარები, ვისწავლე როგორ გავაკეთო
პროექტისტვის პუბლიკაცია.რომ გადავხედე პედაგოგებს, სიცივეში ჯარისკაცებივით ვიბრძოდით.