понедельник, 3 февраля 2014 г.

ჩვენ ჯარისკაცები ვართ

 პირველი რეფლექსია

მოსწავლეების მსგავსად პედაგოგებსაც განწყობა სჭირდება, პირველ დღეს ძალიან გვციოდა, დაბნეულიც ვიყავი გზამკვლევს რომ შევხედე, მაგრამ რამოდენიმე ხანში თანდათან დავმშვიდდი, ტრენერმა იმდენად დამაჯერებლად გვესაუბრა პროექტების მნიშვნელობაზე, რომ თითქოს ოთახშიც დათბა და სიტუაციაც ნათელი გახდა. შევქმენით პორტფოლიო. გავეცანით და ჩამოვყალიბდით პროექტის გეგმის თანმიმდევრობაში. განვიხილეთ რუბრიკა, ჩეკ–ლისტი,  პროექტებსაც გადავხედეთ, განვიხილეთ როგორ უნდა მოხდეს პროექტის მსვლელობის თანმიმდევრობა და რა პრინციპით განთავსდეს პორტფოლიოში,  ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარებზე და პროექტის უპირატესობაზე ამ უნარების განვითარებისთვის.  დავიწყე პროექტის იდეაზე ფიქრი. ზოგადად პროექტის დანერგვა დადებით გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე, რადგან ამ შემთხვევაში მოსწავლეების უნარების განვითარებას მეტად ეწყობა ხელი, გავითვალისწინეთ მიზნების და სტანდარტების ჩართულობა და 21-ე საუკუნის უნარები, ვისწავლე როგორ გავაკეთო პროექტისტვის პუბლიკაცია.რომ გადავხედე პედაგოგებს, სიცივეში ჯარისკაცებივით ვიბრძოდით.

Комментариев нет:

Отправить комментарий